თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია - რომელ ქუჩებზეა ყველაზე დაბინძურებული ჰაერი?
თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია. ამის შესახებ ინფორმაციას „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.
ნახეთ, ჰაერის მონაცემები უბნების მიხედვით - ძალიან ცუდი ჰაერია:
"დიდუბე, დიდი დიღომი, ისანი, საბურთალო(ნუცუბიძის პლატო), თემქა, გლდანი, აფრიკა (ჩვენი აპარატები) და აღმაშენებლის გამზირი , ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი, წერეთლის გამზირი (მთავრობის აპარატები)", - აღნიშნულს "ჩემი ქალაქი მკლავს" საკუთარ აპარატზე დაყრდნობით ამბობს.