თეგებით ძიება

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის მოტივზე გარკვეული ვერსიები გაგვაჩნია - რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი საზარელ ტრაგედიაზე?

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა, რომ საგარეჯოში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, გამოძიება ყველა ვერსიას განიხილავს.

მისი თქმით, საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

„რაღაც მოტივთან დაკავშირებით, გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველ კითხვას პასუხს გასცემს. უამრავი მოწმეა დაკითხული და არსებულ კითხვებს პასუხს ძალიან მალე გავცემთ“, - განაცხადა თეიმურაზ კალანდაძემ.

ცნობისთვის, თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.

საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა