თეგებით ძიება

ქართველები პირდაპირ წავიდნენ რუსეთში, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა - რას ამბობს მიხეილ სარჯველაძე?

რუსეთიდან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე პრობლემას ვერ ხედავს.

ოპოზიციის კრიტიკას, რომ კრემლის გზავნილები „ქართული ოცნების“ რიტორიკას ემთხვევა, სარჯველაძე ასე პასუხობს:

„ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ საკუთარი დასკვნები ასეთ მოსაზრებებს დაამყარონ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, საკითხს ვინ, როგორ ხედავს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული, აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს.

მგონი, არავის აქვს საფუძველი და მიზეზი რაიმე სპეკულაციებისთვის და მათ შორის, საუბრისთვის, თითქოს, ქართული მხარის და რუსული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება რაღაცნაირად ემთხვეოდეს. საქართველოს მკაფიოდ გამოხატული ინტერესები აქვს, რომლის დაცვისკენაც მთელი ქართული ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობებია მოწოდებული. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს ხელისუფლებაა, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ინტერესია, ეს გულისხმობს დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა საქართველოსთან ფრენები აღდგეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა