თეგებით ძიება

რა უთხრა ერთ-ერთ მეზობელს ყოფილმა სამხედრომ, რომელიც ხალხს დამიზნებით ესროდა? - საგარეჯოს ტრაგედიის ახალი დეტალები

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, მეზობლები შემთხვევის დეტალებს იხსენებენ. როგორც ნოდარ ათუაშვილის ზედა სართული მეზობელი ამბობს, მან ყოფილ სამხედროს დაუძახა და კითხვა დაუსვა, მაშინ, როდესაც ის ხალხს ესროდა.

„ჩემს ხელში დაიზარდნენ ეს ბავშვები. ვინც მოკლა ის ჩემს დაბლა ცხოვრობდა ის საზიზღარი. ესენი ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ჩემი მეუღლე იჯდა, ტელევიზორს უყურებდა.. მე მეგონა, ბავშვებმა რაღაც გაისროლეს-მეთქი და თურმე ამას გაუსვრია. მერე გადაიხედა ჩემმა მეუღლემ ფანჯრიდან და შეკითხვია, ნოდარი მკვდარიაო? დიახო და ამოიხედაო და მერე შევნიშნე, რომ ხელში ეჭირა ავტომატი, თორემ მანამდე არაფერი არ დამინახავს, რომ რაღაც ეჭირაო", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.


წყარო: primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა