თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე კედელი ჩამოინგრა
თბილისში, ბენდელიანის ქუჩაზე 5 ნომერში კედელი ჩამოინგრა.
ადგილობრივების თქმით, ჩამონგრეულია ორი კორპუსის გამყოფი კედლის ნაწილი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ეზოში მდგარი მანქანები.
ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.