თეგებით ძიება

ვოლოდიმირ ზელენსკი, ბროვარიში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილებს ემშვიდობება (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის შს მინისტრს, დენის მონასტირსკის სდა ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილებს ემშვიდობება.

დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტი ზელენსკი პირველი ლედისთან ერთად მივიდა.

"ტკივილი ავსებს გულს. ენით აუწერელი სევდა იპყრობს სულს. უკრაინა ყოველდღე კარგავს თავის საუკეთესო ვაჟებსა და ქალიშვილებს.
მადლობა უკრაინის სასარგებლოდ მნიშვნელოვანი და ღირსეული მუშაობისთვის. თქვენ სამუდამოდ ჩვენს გულებში ხარ. მარადიული ხსოვნა", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ, ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ სახლთან ჩამოვარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა