თეგებით ძიება

თავხედობა ეყოთ ეთქვათ, რომ თურმე ნატო და ევროკავშირი საქართველოს თვითმიზანი არ არის - რას ამბობს რომან გოცირიძე?

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, რომან გოცირიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ განცხადება საქართველოს დასავლეთთან კონფრონტაციის გასაღრმავებლად გაკეთდა.

"რა თქმა უნდა, ეს განცხადება წინასწარ იყო დაგეგმილი და ამიტომაც მოაწყვეს ის დადგმა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ლავროვის დონის პირთან ბრიფინგზე თითოეული კითხვა არის წინასწარ შეთანხმებული. რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი, ეს იყო კიდევ ერთხელ საქართველოს შესარცხვენად და დასავლეთთან კონფრონტაციის გასაღრმავებლად.

რუსეთი ძალიან კარგად აკვირდება საქართველოს ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს, ხელისუფლების განწყობებს. ჩვენ ვიცით ბიძინა ივანიშვილს ვინ ახმოვანებს. „ქართული ოცნება“ ახმოვანებს და გამაძლიერებლით ხელში ე.წ. განდგომილების ჯგუფი.

ისიც კი გაბედეს, ეყოთ თავხედობა ეთქვათ, რომ თურმე ნატო და ევროკავშირი საქართველოსთვის თვითმიზანი არ არის, საქართველომ თავისი ინტერესებისთვის სხვა გზა აირჩიოს. ეს არის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა. ის განცხადება, რომელიც ლავროვმა გააკეთა, ამავე დროს მინიშნება იყო იმისა, რომ საქართველო სანქციებს არღვევს. ეს განცხადება ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ საქართველო ეხმარება რუსეთს გვერდის ავლაში“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა