"ბუბა კიკაბიძე და ზელენსკი... ეს გადაცემა რამდენიმე წლის წინაა ჩაწერილი, ზელენსკის პრეზიდენტობამდე" - რა ვიდეოს აქვეყნებს ვახო სანაია?
ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და გარდაცვლილი მომღერლის, ბუბა კიკაბიძის ვიდეოს აქვეყნებს.
"ვოლოდიმირ ზელენსკი და ბუბა კიკაბიძე.
გირჩევთ, უყუროთ - ნაწყვეტი საახალწლო ეთერიდან.
ეს გადაცემა რამდენიმე წლის წინაა ჩაწერილი, ზელენსკის პრეზიდენტობამდე.
თამადის ტრადიციაზე, გურიაზე, მშვიდობის სადღეგრძელოზე და ასე შემდეგ.
ასევე ნახავთ, როგორ იმღერა ბუბა კიკაბიძემ კიევის მეტროსთან.
ბუბა კიკაბიძე იყო დიდებული არტისტი, ძალიან ქარიზმატული ადამიანი, საოცრად ქართული ტიპაჟი. რაც შეეხება პოლიტიკას, რუსეთის საკითხზე მისი, როგორც მოქალაქისა და ხელოვანის პოზიცია შესანიშნავ მაგალითად იქცა", - წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.