მადრიდში ესპანეთის პრემიერმინისტრის გადადგომას ითხოვენ
ესპანეთში, მადრიდში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესს ესპანეთის კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ და მას მოღალატეს უწოდებენ.
აქციის ორგანიზატორები მემარჯვენე მოძრაობები და კონსერვატიული პარტიები არიან.
მათ უკმაყოფილებას მთავრობის გადაწყვეტილება იწვევს, რომლითაც ამბოხის წაქეზებისთვის სასჯელი შემსუბუქდა.