ვიცი, რომ გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის - რას იხსენებენ ადგილობრივები საგარეჯოს ტრაგედიასთან დაკავშირებით?
საგარეჯოში მომხდარი სროლის დეტალებს, თვითმხილველები იხსენებენ.
"ვიცი, რომ გარაჟში ქეიფობდნენ და შემდეგ დაიწყო კონფლიქტი მკვლელსა და მოკლულებს შორის. ხმა არ გამიგია კონფლიქტის, პირდაპირ სროლის ხმა გავიგე,"- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გამოკითხვების პარალელურად, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.