ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა 93 წლის ასაკში იქორწინა
ლეგენდარულმა ამერიკელმა ასტრონავტმა, ბაზ ოლდრინმა 93 წლის ასაკში ცოლი შეირთო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოლდრინმა ქორწინება თავისი დაბადების დღეს დაამთხვია. მისი რჩეული დიდი ხნის მეგობარი ქალი ანა ფაურია, რომელიც მასზე 30 წლით უმცროსია.
ჯვრისწერის ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. ანა ფაური ბაზ ოლდრინის მეოთხე ცოლია. ასტრონავტს პირველი ქორწინებიდან 3 შვილი ჰყავს..
„მე და ჩემმა დიდი ხნის სიყვარულმა დაქორწინება გადავწყვიტეთ. ორივე ვნერვიულობთ, თითქოს თინეიჯერები ვიყოთ“, - დაწერა ოლდრინმა „ტვიტერში“.
მთვარეზე მისიის შემდეგ ბაზ ოლდრინმა ასტრონავტის კარიერა მალევე, 1971 წელს დაასრულა და შემდეგ პილოტების სკოლას ხელმძღვანელობდა.
წყარო - "პრაიმტაიმი"