სერიული მკვლელი ქალი 10 წლით ადრე გაათავისუფლეს - ვინ არის ვენერა ობოლაშვილი?
სერიული მკვლელი, ვენერა ობოლაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯა, თავისუფალია. ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
"თავიდან რომ შევედი, პატიმარ ქალებს თითქოს რაღაც შიში ჰქონდათ, მერიდებოდნენ. ნეტავ ასეთი სისულელე არ გამეკეთებინა," - აღნიშნავს ობოლაშვილი ექსკლუზიური ინტერვიუში "კურიერი P.S."-თან.
13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.