„თუ ავად გავხდი, ვენერა ობოლაშვილი არ მომიყვანოთ მომვლელად“ - შალვა ნათელაშვილი
69 წლის ვენერა ობოლაშვილის გათავისუფლებას, რომელიც სასჯელს სამი ადამიანის მკვლელობისთვის იხდიდა, სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.
„თუ ავად გავხდი ვენერა ობოლაშვილი არ მომიყვანოთ მომვლელად“, - წერს ნათელაშვილი.
ცნობისთვის, 13 წლის წინ, 55 წლის ვენერა ობოლაშვილმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.
თუ ავად გავხდი ვენერა ობოლაშვილი არ მომიყვანოთ მომვლელად????Опубликовано Shalva Natelashvili - შალვა ნათელაშვილი Суббота, 21 января 2023 г.