"თუ სადმე რამე კეთილი არსებობს, ყველა ძალა იყოს ჯარისკაცის მამისკენ" - ვისზე წერს ნათია ფანჯიკიძე?
ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე უკრაინაში დაღუპული მეომრის, ჯამბულათ ხოფერიას მამის, არჩილ ხოფერიას გადაწყვეტილებას ეხმაურებ და წერს, რომ ეს ადამიანი არის "თვალუწვდენელი სიმაღლე".
"ამ ადამიანზე რა უნდა ვთქვა? თვითონ არის სიტყვაც, ღირებულებაც და თვალუწვდენელი სიმაღლეც.
თუ სადმე რამე კეთილი არსებობს, ყველა ძალა იყოს ჯარისკაცის მამისკენ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
21 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია უკრაინაში წავიდა საომრად.