ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ მაინტერესებს - ირაკლი ალასანია
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თქმით, პოლიტიკა არ აინტერესებს და პოლიტიკაში არც დაბრუნებას გეგმავს.
„არც მაინტერესებს პოლიტიკაში დაბრუნება და შეხება არ მაქვს პოლიტიკასთან“, - განაცხადა ალასანიამ „ტვ პირველთან“.
ჟურნალისტის კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, ალასანიამ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის საერთოდ არ აინტერესებს.