როგორია საგარეჯოში დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
„ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ერთი პირის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 2 დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელი.
„2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ისინი აგრძელებენ მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში. ერთი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ პაციენტთან პატარა წინსვლები გვაქვს. პარამეტრები სტაბილურია და განაგრძობს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, - აცხადებს ოთიაშვილი.
ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. გსროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.