თეგებით ძიება

„ჯამბულატ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი, სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, მეცხრეკლასელი დავით ჭყონია გამოვავლინეთ“ - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულატ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი, სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, მეცხრეკლასელი დავით ჭყონია გახდა.

„გუშინ უკრაინაში დაცემული ქართველი გმირის, ჯამბულატ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი, სოფელ გვიმბალაურის მკვიდრი, მეცხრეკლასელი დავით ჭყონია გამოვავლინეთ. გუშინვე შევიტყვე, რომ ჯამბულატის მამა, არჩილი ომში წავიდა. დიდება გმირებს!

ჯუმბულატის სტიპენდია მხოლოდ მისი სოფლის მკვიდრებს გადაეცემათ. კიდევ გვაქვს ანწუხელიძის სახელობის სტიპენდია და ძირითადი ხაზი, რომელიც ნიჭიერ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს ავლენს,“ – წერს გიორგი კეკელიძე.

გუშინ უკრაინაში დაცემული ქართველი გმირის, ჯამბულათ ხოფერიას სახელობის სტიპენდიის პირველი მფლობელი, სოფელ გვიმბალაურის...Опубликовано გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze Суббота, 21 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა