თეგებით ძიება

როგორია 22 წლის გოგოს მდგომარეობა, რომელსაც მუცლის ღრუდან ოპერაციის დროს დატოვებული მაკრატელი ამოუღეს?

22 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მუცლის ღრუდან ჩარჩენილი სამედიცინო ინსტრუმენტი ამოუღეს, სტაბილურია. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

"უკეთესობისკენაა, გამოჯანმრთელებისკენ. ყურადღებიანად არიან. ჯერ-ჯერობით კლინიკაში რჩება და ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიგვიხედონ პაციენტს, როგორც საჭიროა და ადამიანის ჯანმრთელობით არ იხუმრონ, ექიმების მოვალეობა რაცაა გააკეთონ. ჯერ ჩემი მეუღლე ფეხზე ადგეს დამერე დაველაპარაკები ყველას", - აცხადებს გოგოს მეუღლე.

"ოპერაციამ საბედნიეროდ ძალიან კარგად ჩაიარა. იმედი მაქვს, რომ მალე გავწერთ ბინაზე", - განაცხადა მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი ლოლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა