„საქართველო ეს ის მხარეა, სადაც მკვლელი მარტივად შეიძლება გახდეს გმირი!..“ - მამა პეტრე ვენერა ობოლაშვილზე
მამა, პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ვენერა ობოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და წერს:
„…და საქართველო ეს ის მხარეა, სადაც მკვლელი მარტივად შეიძლება გახდეს გმირი!..“
…და საქართველო ეს ის მხარეა, სადაც მკვლელი მარტივად შეიძლება გახდეს გმირი!..Опубликовано Petre Kolxi Воскресенье, 22 января 2023 г.
ცნობისთვის, 13 წლის წინ, 55 წლის ვენერა ობოლაშვილმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.