„რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც საუკეთესო მეგობრის დაკარგვის გამო განვიცდით...“ - პროფკავშირების გაერთიანება სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
პროფკავშირების წარმომადგენლის, გიგა ბექაურის ინფორმაციით, დოლაბერიძე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.
„პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების აპარატის წევრები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილისა და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის, დარგობრივი ორგანიზაციის თავჯდომარის, თამაზ დოლაბერიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. უდიდესი ტკივილია ამ უაღრესად ღირსეული, საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანის დაკარგვა პროფკავშირისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.
განსაკუთრებით თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და შრომით კოლექტივს, დარგის წევრებს...
რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ამ დიდი დანაკლისის, საუკეთესო მეგობრის დაკარგვის გამო განვიცდით...“ - წერია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.