თეგებით ძიება

ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც არსებულ მდგომარეობას კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ოლექსი კულებასთან ერთად გაეცნო.

მედიის ინფორმაციით, ჯონსონი ასევე იმყოფებოდა ბუჩაში.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენჯერმე სტუმრობდა კიევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა