რუსული კლუბები და ეროვნული ნაკრები, შესაძლოა, უეფას ტურნირებზე დაბრუნდნენ
რუსული კლუბები და ეროვნული ნაკრები, შესაძლოა, უეფას ტურნირებზე დაბრუნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების მოხსნის პოტენციურ შესაძლებლობებზე, ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია უეფას წარმომადგენლებს 24 იანვარს შეხვდება.
რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს სპორტის ყველა სახეობაში წამყვან ტურნირებზე გამოსვლა უკრაინასთან ომის გამო აეკრძალათ. მათ შორის უეფამ და ფიფამ მათი ტურნირებიდან მოკვეთის გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან ოთხ დღეში მიიღო.