თეგებით ძიება

„გაგიკვირდებათ და იმას რაც არესტოვიჩმა თქვა, მუდმივად ამბობს ზელენსკიც“ - თამო კეშელავა

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს.

„გაგიკვირდებათ და იმას რაც არესტოვიჩმა თქვა, მუდმივად ამბობს ზელენსკიც და სწორედ ასეთმა ხისტმა საუბარმა შეაძლებინა უკრაინას დღემდე მოსვლა.
კი, უკრაინის მოგება არ არის გარანტირებული, არც რუსეთის წაგებაა გარანტირებული, თუ ერთად არ ვიდგებით.
გარანტირებული არის ის, რომ რუსეთს კიევის აღება არც 3 დღეში შეუძლია და არც 11 თვესა და 3 დღეში.
გარანტირებული არის ის, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხებით ბევრი ქვეყნის ბედი გადაწყდება.
გარანტირებული არის ის, რომ რუსეთი თუ ისე მორჩა ამ ომს, რომ არ დაიშალა, სხვა ქვეყნებს იგივეს გაუკეთებს, ისევ დაბომბავს საავადმყოფოებს, ისევ დახოცავს ბავშვებს.
გარანტირებული არის ის, რომ თუ ერთად ვიდგებით, გამორიცხულია რომ გაიმარჯვოს
ამიტომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება უნდა იყოს გარანტირებული.
ამიტომ შეაქცია ომის პირველ თვეებში ზელენსკიმ შოლს ზურგი
ამიტომ ამბობს ღიად, რომ დახმარება არაა საკმარისი რადგან უკრაინა დიდია და ზურგში მყოფი ქალაქებიც დასაცავია მკვლელი რუსეთისგან.
სად იქნებოდა დღეს უკრაინა, პირველივე დახმარებაზე რომ ეთქვა, რა მაგარია, გვეშველაო?
ან, იყოს, არ მინდა გერმანიის დახმარება,, სხვები ხომ მეხმარებიანო, რომ ეთქვა, სად იქნებოდა?
სწორად იქცევიან, სწორი სტრატეგიაა და ეს რომ ასეა, ომის მიმდინარეობიდანაც ჩანს.
მე ზოგადად წინააღმდეგი ვარ ადამიანთა ფეტიშის და გუნდი რომ ხელმძღვანელობს დღეს უკრაინას, ეგაა მთავარი და არა კონკრეტული პირები და საერთოდ არ მივაქცევდი ამ ჟრიამულს ყურადღებას, მაგრამ არესტოვიჩის სიტყვების ისე გადმოტანა თითქოს თავადაც არ სჯერათ ამ ომის მოგების, მავნებლობაა.
არესტოვიჩი ომის მერე შეიძლება ოპოზიციაშიც ვიხილოთ, მერე რა, სულ ვერ ვიხილოთ შეიძლება, მერე რა?
ქარავანი რომ მიდის, ხომ ხედავთ?
ყეფის მიუხედავად, სტრატეგია რომ მუშაობს და ქარავანი რომ მიდის, ხომ ჩანს?
დღეს და ახლა, დასავლეთი უნდა იდგეს უკრაინის გვერდით და გერმანიაში მიტინგი რომ მოუწყვეს შოლცს, გადაეცი უკრაინას ტანკებიო, ესე იგი, მეტად უნდა იდგეს დასავლეთი უკრაინის გვერდით. და უფრო მეტად უნდა იდგეს მანამდე, სანამ რუსეთი არ დამარცხდება.
მხოლოდ ერთად დგომაა გარანტია დღეს და ამ ერთად დგომისას, ერთი რომელიმე ქვეყნის, თუნდაც ჩვენსავით პატარა ქვეყნის გამოყოფაც კი, პრობლემაა“, - წერს კეშელავა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას შეძლებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა