„ამათზე შეშინებული, დამონებული, უპერსპექტივო და თავისუფლებადაკარგული ხალხი არ არსებობს“ - ვისზე წერს ილია ჭიღლაძე?
დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საშუალო და დაბამ იერარქიულ საფეხურებზე მდგომი სასულიერო პირები საქართველოში ყველაზე საცოდავები არიან.
„დღეს საქართველოში ყველაზე საცოდავი ფენა პროფესიულ-სამსახურებრივი ფენებიდან დამიჯერეთ არიან სასულიერო პირები. არ ვგულისხმობ მაღალ იერარქიას, ანუ ნამდვილ მაფიას, არამედ ვგულისხმობ საშუალო და დაბალ იერარქიულ საფეხურებზე მდგომ სასულიერო პირებს, რომლებიც რაოდენობრივად უმრავლესობაში არიან. ამათზე უუფლებო, შეშინებული, დამონებული, უხელფასო, სოციალურად გაწირული, უპერსპექტივო და თავისუფლებადაკარგული ხალხი არ არსებობს. პრაქტიკულად საპატრიარქო მაფიის მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლნი არიან ეს ადამიანები საკუთარი არჩევანის და უსუსურობის წყალობით. მე ეს მოჯადოებული წრე გავარღვიე და დავანგრიე“, - წერს ჭიღლაძე.
დღეს საქართველოში ყველაზე საცოდავი ფენა პროფესიულ-სამსახურებრივი ფენებიდან დამიჯერეთ არიან სასულიერო პირები. არ...Опубликовано დეკანოზი ილია ჭიღლაძე Воскресенье, 22 января 2023 г.