“შენ შვილს რომ რამე დაემართოს, არ გეშინიაო?” - ქუთაისში ქალს ყოფილი უფროსი ემუქრება?
ქუთაისში მცხოვრები, მაკა ბაზღაძე ამტკიცებს, რომყოფილი უფროსი, გოჩა კაცაძე მისი და მისი შვილის სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
ქალის თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან, ქუთაისში, შპს „ბალასტის“ ტერიტორიაზე მყოფ ძაღლზე კაცაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტი სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
როგორც ბაზღაძე ამბობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო, კაცაძემ ქალი ჯერ სამსახურიდან გააგდო, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ახლა კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება.
“ძაღლის გამო მეჭიდავები ამხელა კაცსო? აიღე პოსტიო, თორემო უფრო მეტს დაგიშავებო. ანუ ოპერაციიდან შეიძლება ვერ გამოხვიდე ცოცხალი, შეიძლება რამე დაგემართოსო. შვილი ხომ გყავსო? კი-მეთქი მყავს. გზაში რომ რამე მოუვიდეს და დაემართოს შენ გამო არ გეშინიაო?”, - აცხადებს მაკა ბაზღაძე.
თავად კომაპნიის მენეჯერი, გიორგი ვაშაკიძე მუქარის შესახებ ინფორმაცია უარყოფს და ამბობს, რომ მაკა ბაზღაძის განცხადება ტყუილია.
წყარო: „ინფო იმერეთი“