თეგებით ძიება

გერმანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ შოლცმა პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ვწერთ ევროპის ისტორიის შემდეგ თავს და არ დავუშვებთ, რომ ევროპა დაუბრუნდეს იმ დროს, როდესაც ძალადობა ცვლიდა პოლიტიკას და ჩვენი კონტინენტი დაქუცმაცებული იყო სიძულვილითა და ეროვნული მეტოქეობით. ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღეთ, რომ უკრაინას მივაწოდოთ ჯავშანტრანსპორტიორები და სადაზვერვო მანქანები, ასევე საზენიტო ბატარეა, არის ჩვენი კოორდინირებული გადაწყვეტილება ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭიროა, ერთად, როგორც ევროპელები, ევროპული მშვიდობის პროექტის დასაცავად", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა