თეგებით ძიება

ისრაელში სასამართლო რეფორმა გააპროტესტეს

თელ-ავივში ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ინიცირებული სასამართლო რეფორმა გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციაში 110 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტებმა მოქმედი კოალიციური მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ წარმოდგენილი რეფორმა სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები იერუსალიმში, ხაიფაში, ბეერ-შევასა და სხვა ქალაქებშიც მოეწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა