TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„მკვლელის ცხედარს არც დედა ღებულობს... დედა მონაზონია და ალბათ უკეთ იცის, რას უპასუხებს ღმერთს“ - ნუგზარ სულაშვილი
  • „მკვლელის ცხედარს არც დედა ღებულობს... დედა მონაზონია და ალბათ უკეთ იცის, რას უპასუხებს ღმერთს“ - ნუგზარ სულაშვილი

    ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ნუგზარ სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „როგორც გავიგე, მკვლელის ცხედარს არც დედა ღებულობს, არც ძმა და არც ვინმე ახლობელი...
    ცოცხალი, რომ მიეღოთ თავის დროზე და ერთი სიტყვით მაინც ეკითხათ, რატომ განუდგა ყველას, რა აწუხებდა, ან რა სურდა, შეიძლება მკვლელი არც გამხდარიყო...

    არდა კაენის მოდგმა ვართ... ყველა ჩვენგანის ცნობიერებაშია დალექილი ეს საშინელი მანკიერება და თუ ვინმე არ მივსულვართ ამ უკიდურესობამდე, სწორედ ერთმანეთის სიყვარულით და ურთიერთობებით შევძელით...
    რა, ან ვინ დაკარგა მკვლელმა? არც არაფერი და არც არავინ, რადგან არც არავინ ჰყავდა და არც არაფერი ჰქონდა...
    დედა მონაზონია და ალბათ თავად უკეთ იცის, რას უპასუხებს ღმერთს (???)
    არდა, ოდესღაც ალბათ ამ კაცსაც უყვარდა...
    უყვარდა და იარაღით ხელში იბრძოდა აგვისტოს ომში...
    იბრძოდა ჩემთვის, შენთვის... ჰო ალბათ იმ ბიჭების ბედნიერი მომავლისთვისაც და...
    და ჩვენ, ყველამ ერთად არ მივიღეთ... არ მივიღეთ არც ცოცხალი და არც მკვდარი...
    "კაცია ადამიანი???" - წერს სულაშვილი.

    ცნობისთვის, საგარეჯოში თავდასხმის მომწყობი ყოფილი სამხედროს, ნოდარ ათუაშვილის დაკრძალვის ადგილი, ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მისი ცხედრის მიღებასა და დაკრძალვაზე უარი თქვეს ოჯახის წევრებმაც.

    როგორც გავიგე, მკვლელის ცხედარს არც დედა ღებულობს, არც ძმა და არც ვინმე ახლობელი...
    ცოცხალი, რომ მიეღოთ თავის დროზე და...

    Опубликовано Nugzar Sula Sulashvili Воскресенье, 22 января 2023 г.
    მასალის გამოყენების პირობები
    9 462 ნახვა