თეგებით ძიება

„არ გამოვრიცხავ, მალე ცეკვავენ ვარსკვლავებშიც მიიღოს მონაწილეობა“ - ადვოკატი ვენერა ობოლაშვილზე

ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვენერა ობოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და წერს:

„3 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ვენერა ობოლაშვილი ვაქციეთ ტელევარსკვლავად.
არ გამოვრიცხავ, მალე ცეკვავენ ვარსკვლავებშიც მიიღოს მონაწილეობა.
საინტერესო ერი ვართ…“ - წერს კაკაბაძე.

ცნობისთვის, 13 წლის წინ, 55 წლის ვენერა ობოლაშვილმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.

3 ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ვენერა ობოლაშვილი ვაქციეთ ტელევარსკვლავად.

არ გამოვრიცხავ, მალე ცეკვავენ ვარსკვლავებშიც მიიღოს მონაწილეობა.

საინტერესო ერი ვართ…Опубликовано Tariel Kakabadze Воскресенье, 22 января 2023 г.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა