თეგებით ძიება

ჩემი ექთანი მორბოდა, ვაიმეო, ქალბატონო ნინო, არ ინერვიულოთ, თქვენ იმ სიაში არ ხართო - ნინო ნადირაძე "მაგნიტსკის სიის“ ქართულ ანალოგზე

"ვივა მედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ შესაძლოა "მაგნიტსკის სიაში“ შეყვანონ. ამის შესახებ მან "TV იმედის ეთერში" განაცხადა.

"მაგნიტსკისო" თუ რაღაცა სიას რომ აფრიალებენ, ეს რაღაცა ძალიან სირცხვილია, "ენკავედეს" მეთოდები და პირდაპირ, აღდგა ლავრენტი პავლეს ძე იმქვეყნად თავისი მეთოდებით. რა სიების ფრიალი... ჩემი ექთანი მორბოდა, ვაიმეო, ქალბატონო ნინო, არ ინერვიულოთ, თქვენ იმ სიაში არ ხართო. მე ვუთხარი, ჩემი სიხარულო, აი დარდი, რომელ სიაშიც უნდათ, წერონ და იკითხონ. მე ხომ ვიცი, რომ არასოდეს არავისთვის არაფერი დამიშავებია კარგის მეტი და საერთოდ არ მადარდებს, რა სიაში ჩამწერენ. მე ვიცი, რომ ნამდვილად, მისთვის ვაკეთებთ გაუკეთებელს. მიუხედავად აი ამხელა წნეხისა... ჩემზე მოდის ყველაზე მეტი დარტყმა იმიტომ რომ მე ამას ვუძლებ, მე უკვე ხარის ტყავი მაქვს. ჩემი სტაფი ამას ვერ უძლებს, ყველას ვერ მოვთხოვთ ნინო ნადირაძეობას", - ამბობს ნინო ნადირაძე.

ცნობისთვის, სიაში მოხვდება ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობას "აფერხებს".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა