"რაოდენ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გულაგში ნამყოფ კაცს, სრული გაუგებარი არარაობები მოღალატეს, რომ ეძახიან" - რას წერს ტორესა მოსი ლევან ბერძენიშვილზე?
მწერალი და ტელეწამყვანი, ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლექტორ, ლევან ბერძენიშვილთან ბრძოლა წიგნიერებასთან ბრძოლაა.
"ლევან ბერძენიშვილთან ამ ფორმით და შინაარსით ბრძოლა, არის წიგნიერებასთან ბრძოლა. თუ გავიხსენებთ ვინაა ქოცების მიერ დანიშნული კულტურის მინისტრი, მიხვდებით რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაა.
და რაოდენ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გულაგში ნამყოფ კაცს, სრული გაუგებარი არარაობები მოღალატეს რომ ეძახიან.
ვფიქრობ ეს ამბავი იქ უნდა დასრულდეს, საიდანაც დაიწყო, კერძოდ თელავში და მგონი ამის გაკეთება და ორგანიზება შემიძლია", - წერს მოსი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა ლევან ბერძენიშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.