"ვენერას წინდებზე ხატავენ, თურმე... გვეშველება რამე?“ - რას წერს ანა წერეთელი ?
ჟურნალისტი, ანა წერეთელი სოციალურ ქსელში ყოფილი პატიმრის, ვენერა ობოლაშვილის წინდებზე გამოსახვას ეხმაურება.
"ვენერა ობოლაშვილს ვუსმინე. მას როგორ ხვდება თურმე ხალხი, მაგასაც.ქალი ყველანაირი რესოციალიზაციის გარეშე გამოვიდა ქუჩაში. ერი ღლიცინებს.ვენერას დანაშაული სასამართლოში დამტკიცებულია.ვენერას წინდებზე ხატავენ(თურმე).გვეშველება რამე?!“, - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, 13 წლის წინ, 55 წლის ვენერა ობოლაშვილმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.