თეგებით ძიება

კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩავსვამთ ციხეში - რას ამბობს დავით არხამია?

უკრაინის მმართველი ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიმ განაცხადა, რომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს გაზაფხულიდან აქტიურად ჩასვამენ ციხეში.

„სავარაუდოდ გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას. არ გამოდის ადამიანურად, მაშინ იქნება ომის დროის შესაფერისი კანონით. ზოგიერთმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა გონება და მოროდიორობენ შიშისა და სინდისის ქენჯნის გარეშე“, – განაცხადა არახამიამ.

ამასთან, არახამიას თქმით, 24 თებერვალს რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ უკრიანის ხელისუფლება მუდმივად მოუწოდებს, ფოკუსირება მოახდინონ ომზე, დაზარალებულების დახმარებაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე და მოეშვან საეჭვო საქმეებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა