თეგებით ძიება

"ონლაინბებია" გავხდი, ბედნიერების შეგრძნება იყო პიკზე… ახლა დაიწყო მეორე დრამა... - რას ამბობს ინგა გრიგოლია? (ვიდეო)

ჟურნალისტს და ტელეწამყვანს, ინგა გრიგოლიას 4 იანვარს ინგა გრიგოლის პირველი შვილიშვილი შეეძინა. ამის შესახებ მან გადაცემა, "დილა live"-ში ისაუბრა.

"ვერ ვიტყვი, რომ თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ, რადგან ნინია რომ დაიბადა, ვირუსი დამემართა და ონლაინბებია გავხდი. საინტერესოა, რომ ჩემი შვილი მე არ გამიზრდია, დედაჩემმა გაზარდა მარიამი. ამიტომ ჯერ შეგუების პროცესში ვარ, წარმოიდგინეთ 51 წლის ასაკში შვილიშვილს ვუდგები ისე, რომ აი, პატარა შვილი გამიჩნდა სახლში. ფანტასტიკური ბავშვია, არანორმალურად მიყვარს და ნელ-ნელა ვუგებ, რა არის ბებიობის გემო… სხვათა შორის ცოტა ადრე დაიბადა ნინია, დედაჩემთან ვიყავი და მარიამმა მომწერა, ცოტა ტკივილები დამეწყო და გადავირბენ „ჩაჩავაშიო“, არც კი ავდექით, ვფიქრობდით, რომ ჯერ ადრეა, მაინც ვერ გავჩერდი, წამოვედით მე და დიანა ტრაპაიძე და ახლა ხომ ძალიან გამარტივებულია ყველაფერი, ჰოდა, აღმოჩნდა, რომ უცებ, ყოველგვარი წვალებისა და 18-საათიანი მშობიარობისა და ტანჯვის გარეშე, დაიბადა. მის დაბადებას ონლაინ ვუყურებდით და დიდი ემოციები იყო. ბედნიერების შეგრძნება იყო პიკზე… ახლა დაიწყო მეორე დრამა, ძაღლმა ლილიმ, რომელიც ჩემია, მაგრამ რეალურად მარიამის შვილია, მან გაზარდა და მარიამიც ასე ეძახის, ძალიან იეჭვიანა ბავშვზე და არის საგიჟეთი სახლში, საოცრად იეჭვიანა და ის მე წავიყვანე სახლში“, – ამბობს ინგა გრიგოლია.





წყარო - digest.pia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა