4 წუთში ადგილზე ვიყავი... ვიფიქრე, გამვლელი იყო გზაზე და დანით დაჭრა ხალხი - საგარეჯოს ღამის გმირი ტრაგედიის დეტალებს იხსენებს
გიორგი არიშვილი, რომელმაც საგარეჯოში სიკვდილს რამდენიმე ახალგაზრდა საკუთარი სიცოცხლის გარისკვის ფასად გადაარჩინა, ტრაგედიის მძიმე დეტალებს იხსენებს. ამის შესახებ მან "დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა.
"პირველი ზარი რომ განხორციელდა, ჩემი მეგობარი იყო. 4 წუთში ადგილზე ვიყავი... ვიფიქრე, გამვლელი იყო გზაზე და დანით დაჭრა ხალხი. საერთოდ საქმის კურსში არ ვყოფილვარ რა ხდებოდა. მაღაზიაში შევედი, კარი ღია იყო და იქ ვეძებდი დაჭრილებს. ვერავინ რომ ვერ დავინახე, გარეთ ვყვიროდი, სად ხართ თქო. კუთხიდან დამიყვირა ერთმა ადამიანმა, დაწექი, ისვრიანო. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მანქანა დავქოქე და მაქსიმალურად ახლოს მივაყენე, დაჭრილების ჩავსვი და ადგილი დავტოვე.
სრული სიწყნარე იყო იმ მომენტამდე, სანამ დაჭრილები ჩავსვი მანქანაში, მერე სროლა ატყდა, ისროდა ჩვენი მიმართულებითაც. მადლობა უფალს, გავასწარით.
კრიმინალური პოლიციელის თანამშრომელი ამ ადგილას გარდაიცვალა, აქ ესროლა. გზაში მიმავალს მაინტერესებდა, სად იყო ჩემი მეგობარი პოლიციელი - ვიცოდი, რომ იმ საღამოს სმენაში იყო. უკვე საავადმყოფოს ეზოში ვიყავი შესული, შესაბამისად, ვერც მიპასუხებდა, აღარ იყო ცხონებული ცოცხალი“, - იხსენებს აცხადებს გიორგი არიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო - "პრაიმტაიმი"