რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეალური მიზანი უკრაინის ქალაქების განადგურებაა - რას ამბობს მიხაილო პოდოლიაკი?
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეალური მიზანი უკრაინის ქალაქების განადგურებაა.
"ჯერ კიდევ გაქვთ ეჭვი, რა სახის ომს აწარმოებს რუსეთი? კიდევ არის იმედი, რომ რუსეთის ფედერაციასთან "მშვიდობაზე" შეიძლება საუბარი?
კარგად შეხედეთ დონბასის "გათავისუფლებულ" ქალაქებს. დამწვარი მიწა, სიცარიელე, არცერთი სახლი ან ცოცხალი მოქალაქე. რუსეთის ფედერაციის ერთადერთი რეალური მიზანი უკრაინის ქალაქებისა და ხალხის ტოტალური განადგურებაა", - წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.