თეგებით ძიება

მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად - რას ამბობს "ხალხის ძალა"?

საზოგადოებრივი მოძრაობა, "ხალხის ძალის" სოციალურ ქსელში მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის შესახებ საუბრობენ.

"უკანასკნელ წლებში, საქართველოს სუვერენიტეტზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სასამართლო ხელისუფლების მიტაცების გამუდმებული მცდელობა იყო, რასთან დაკავშირებითაც ქართული საზოგადოება ფართოდ უნდა იყოს ინფორმირებული.

"მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ შეგვაღვიძა და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა. ახლა გამოჩნდება რისი ტრ... გვაქვს“ – ეს ფეისბუკპოსტი ეკუთვნის არა ნაცმოძრაობის რომელიმე ღია აქტივისტს, არამედ USAID-ის კანონის უზენაესობის პროექტის - "პროლოგის" ხელმძღვანელის მოადგილეს, ინგა თოდრიას.

"პროლოგი" საქართველოში უკვე მრავალი წელია საქმიანობს. სწორედ საელჩოს ძალისხმევით ჩააბარეს 1998-2001 წლებში ე.წ. სასამართლო რეფორმა მიხეილ სააკაშვილს. ასევე მათი მხარდაჭერით განხორციელდა ნაცმოძრაობის მიერ სასამართლო სისტემის წმენდა 2004-05 წლებში, რომლის შედეგად კონსტიტუციის დარღვევით თანამდებობიდან ათეულობით მოსამართლე განთავისუფლდა და სააკაშვილი-ადეიშვილის ტანდემმა მართლმსაჯულებაზე სრული პოლიტიკური კონტროლი დაამყარა. აღნიშნული წმენდის არაკონსტიტუციურობის მიუხედავად, საერთაშორისო პარტნიორებს ამ პროცესის მიმართ არავითარი შენიშვნა არ გამოუთქვამთ. 2004-12 წლებში სასამართლო ისე იქცა ნაცმოძრაობის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ რგოლად, რომ საელჩო ამაზე არათუ ხმას არ იღებდა, პირიქით, სისტემის მთავარ მფარველად გვევლინებოდა.

სასამართლო სისტემაზე თავდასხმა „პროლოგმა“ მხოლოდ 2015 წლის შემდეგ დაიწყო, როდესაც სისტემა ნაცმოძრაობის გავლენებისგან საბოლოოდ გათავისუფლდა. ფაქტია, რომ სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც მხოლოდ ერთი - პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს. დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე ნაცმოძრაობის გავლენის დაბრუნებაა. შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის მთავარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის წესია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს", - წერს "ხალხის ძალა".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა