თეგებით ძიება

საგარეჯოში მომხდარი შემთხვევისას კიდევ 2 პირი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს - რას ამბობს ექიმი?

"ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, თავდასხმისას დაჭრილი ორი პირი ბინაზე უახლოეს დღეებში გაეწერება.

“საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. აქედან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში ბინაზე გაწერა იგეგმება. ერთი პაციენტი, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში აგრძელებს მკურნალობას, მართვით სუნთქვაზე რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, დადებითი დინამიკით", - აცხადებს ოთიაშვილი.

ცნობისთვის, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა