თეგებით ძიება

"ვენერა ობოლაშვილზე რეპორტაჟი პირველმა გავაკეთე, კვირები დამჭირდა, რომ დამევიწყებინა მისი მოყოლილი შემზარავი ამბები" - გოდერძი შარაშია

ჟურნალისტი, გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში ვენერა ობოლაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხმაურება და წერს:

"ვენერა ობოლაშვილზე რეპორტაჟი პირველმა გავაკეთე
ციხეში ვიყავი ინტერვიუზე, ვრცლად და დეტალურად ისაუბრა სამივე საქმეზე

მახსოვს კვირები დამჭირდა რომ დამევიწყებინა მისი მოყოლილი შემზარავი ამბები

არცერთი წამით არ შეიძლება მისი საქმის რომანტიზება

ძალიან მძიმე და საშიში ისტორია აქვს", - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, 13 წლის წინ, 55 წლის ვენერა ობოლაშვილმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა