"როგორ მეშინია ამ ქვე-ყანაში ცხოვრება" - რას წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი?
მუსიკოსი, მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში სერიული მკვლელის, ვენერა ობოლაშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოში ცხოვრების ეშინია.
"ანუ იგივეს ამეორებინებენ
-კი სარკე
მივიუტანე პირთანოოო
და ამას ხალისით ყვებაა
წინდები აჩუქეს თან
ვაიმეე, როგორ მეშინია ამ ქვე-ყანაში ცხოვრება", - წერს კაჭკაჭიშვილი.
სერიული მკვლელი, ვენერა ობოლაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯა, გაათავისუფლეს. 13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს. ობოლაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.