გადახდილი არის და გაკეთებულია მთავრობის მიერ, მაგრამ მე ამაზე არ ვღელავ - რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი?
პროფესორი, ლევან ბერძენიშვილი POSTV-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის შესახებ საუბრობს.
ამის შესახებ მან Pia.ge-სთან ისაუბრა.
"რა კომენტარი უნდა გავაკეთო, დადიან ადამიანები და მაყენებენ შეურაცხყოფას მთავრობის დავალებით, ჩემი კომენტარი არის, რომ ამით ვერაფერს ვერ მიაღწევენ. გადახდილი არის და გაკეთებულია მთავრობის მიერ, მაგრამ მე ამაზე არ ვღელავ. მეტი კომენტარი არ შემიძლია“, - განაცხადა ბერძენიშვილმა
შეგახსენებთ, ჟურნალისტი, ნათია ბერიძე პროფესორ, ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეფესთან დაკავშირებული მოსაზრების გამო, არაკაცს უწოდებს.