"ვენერას ამბავს ჩილეს რეგიონალური არხიც იუწყება..." - რა ფოტო ვრცელდება ქართველ სერიულ მკვლელზე?
ჟურნალისტი, ლაშა სალამაშვილი სერიულ მკვლელ, ვენერა ობოლაშვილზე წერს და ჩილეს მედიის მიერ ფაქტის გაშუქებას ეხმაურება.
"ვენერას ამბავს ჩილეს რეგიონალური არხიც იუწყება, ოღონდ ამათ ნაბოზარი მართლა სახელი ჰგონიათ"მ, - წერს ლაშა სალამაშვილი.
სერიული მკვლელი, ვენერა ობოლაშვილი, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 23-წლიანი პატიმრობა 2010 წელს მიუსაჯა, გაათავისუფლეს. 13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს. ობოლაშვილი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.