უკრაინას გამარჯვებისთვის არა 10-20, არამედ ასობით ტანკი სჭირდება - ანდრეი ერმაკი
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას უკრაინას ბევრი ტანკები სჭირდება.
"უკრაინას გამარჯვებისთვის არა 10-20, არამედ ასობით ტანკი სჭირდება. ჩვენი მიზანია 1991 წლის საზღვრებამდე მიღწევა და მტრის დასჯა. დემოკრატიის საერთო მიზანი ავტოკრატიასთან ბრძოლაში სტაბილური განვითარებისა და მსოფლიო წესრიგის უზრუნველყოფაა, უკრაინის გამარჯვების გარეშე კი ეს არ მოხდება. ამიტომ დღეს ყველა საბრძოლო ტანკი უნდა იყოს ჩვენს ფრონტზე, რადგან ეს არ არის მხოლოდ უკრაინული ფრონტი, ეს არის ცივილიზაციის ფრონტი ბარბაროსობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ერმაკმა.