სასიხარულო ამბავი - დათი საქართველოში ბრუნდება
თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილი, რომელიც ჯერ ისრაელში შემდედ კი გერმანიაში გადიოდა მკურნალობის კურსს, საქართველოში ბრუნდება.
სასიხარულო ამბის შესახებ მოზარდის დედა "პრაიმტაიმთან" აცხადებს. ქრისტინე მამუკაშვილი ამბობს, დაახლოებით, 2 კვირაში დაბრუნდებიან და დათი ამ დღეს მოუთმენლად ელის.
ამ ეტაპისთვის საბოლოოდ, მოარგეს პროთეზი და ახლა მხოლოდ რეაბილიტაციის კურსია საჭირო, რათა ხელმეორედ ისწავლოს სიარული.