გუშინ წინ კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა?
მესამე პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ სიტუაცია ძალიან კრიტიკულია.
"ჩვენ ვხედავთ, რომ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, თუნდაც გუშინ წინ კიდევ ჰქონდა გულის წასვლის შემთხვევა, კიდევ ერთი კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც არის უკვე კრიტიკულზე მძიმე ვითარება. ამიტომ მე იმედს ვიქონიებ, რომ მოსამართლე მიიღებს ძალიან მალე გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ძირითადი მოწმეები უკვე დაკითხულები არიან", - თქვა გიორგი სააკაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების საქმეზე კიდევ ერთ მედიკოსს დაკითხავენ.