"ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის" - გიგი უგულავა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პროფესორ ლევან ბერძენიშვილს სოლიდარობას უცხადებს და წერს, რომ ხელისუფლება მას ბინძური მეთოდებით ებრძვის.
"ხელისუფლების პროპაგანდა ლევან ბერძენიშვილს თავის ყველაზე ჭუჭყიანი არარაობებით ებრძვის. მათი ხსენებაც კი საზიზღარ შეგრძნებებს ბადებს. ეს შეგნებულად კეთდება. დააკვირდით, ბერძენიშვილის მოსაზრებებს არა რომელიმე ბიძინას "ჯეოქეისის" დავარცხნილი "ექსპერტი" ეკამათება, არამედ შეგნებულად ველურ ჭუჭყს უპირისპირებენ, რომ ამით, თავის ჭკუით, კიდევ უფრო დაამცირონ. პროვინციული ფაშიზმის საუკეთესო ტრადიციებში. ამიტომ სოლიდარობა ლევან ბერძენიშვილს, მხოლოდ ამ ჭუჭყის ხსენების გარეშე.
ლევან ბერძენიშვილი, იყავით ტანკივით, როგორც ყოველთვის და ყველგან", - წელს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ლევან ბერძენიშვილს ერეკლე მეფესთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო შეურაცხყოფა მიაყენა.