თეგებით ძიება

"დავდექი სარკესთან და ჩემს თავს ვუთხარი, რომ თმის დაკარგვით იწყებოდა ჩემი ახალი სიცოცხლე, ახლა რომ ვფიქრობ, რა წარმოუდგენელ ემოციურ ტკივილებს გავუძელი" - მარიამ სირბილაძე

სოციალურ ქსელის მომხმარებელი, მარიამ სირბილაძე, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა, სოციალურ ქსელში ამ დაავადებასთან დაკავშირებით წერს.

"ქიმიო თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დამეწყო თმის ცვენა . მარტომ დავდექი სარკესთან და ჩემი ხელით გადავიპარსე თმა . ვნანობ , რომ ეს დიაგნოზის დასმისთანავე არ გავაკეთე და თმის ცვენის დაწყებას დაველოდე .

დავდექი სარკესთან და ჩემს თავს ვუთხარი , რომ თმის დაკარგვით იწყებოდა ჩემი ახალი სიცოცხლე . თავს ვიმშვიდებდი , სინამდვილეში ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული საღამო . არ ვიცი მსგავსი ტკივილი როდის ვიგრძენი , არც არასდროს . თითქოს გული მოწყდა არტერიებს და ჩავარდა სადღაც უფსკრულში .
ახლა რომ ვფიქრობ რა წარმოუდნებელ ემოციურ ტკივილებს გავუძელი , ახლა რომ ვფიქრობ რა გამო
ვიარე , ვიმსახურებ იმას როგორი ეხლა ვარ , სადაც ახლა ვარ . სიყვარულსაც და გაფრთხილებასაც , ყველაფერ ძვირფასს და კარგს რაც სამყაროში არსებობს .
ჰო და ვინც ეხლა გადიხართ ამ გზას , ან ვინც მომავალში გაივლის სამწუხაროდ , მინდა იცოდეთ . მინდა იცოდეთ , რომ თმის დაკარგვით იწყება ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია სამყაროში . სიცოცხლის და საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის ისტორია .
დაე თქვენს დალალებს გაჰყოლოდეს ყველაფერი ცუდი ! ყველა ტკივილი ! ყველა ცრემლი ! მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად .
და როცა ყველაფერი კარგად იქნება , თმა ისევ დაიწყებს ზრდას . როგორც მოყინულზე ენძელა გააპობს მიწის ზედაპირს და თოვლში ამოვა , ისე ამოვა თქვენი თმებიც .

შეხედეთ ჩემს თმას ახლა . არც თმა მქონდა არც წარბი და არც წამწამი . სამაგიეროდ მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი
ჯანმრთელები უნდა ვიყოთ ! არ უნდა შეგვეშინდეს ! ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს . ყველაფერი !", - წერს მარიამ სირბილაძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა