ჩვენ არ ვურტყამთ უკრაინაში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ ბომბავს.
"ჩვენ არ ვურტყამთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს. ყველაფერი, რაც ხდება უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების კუთხით, დაკავშირებულია კიევის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებთან, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში მიზანმიმართულად იყენებს მძიმე იარაღს საცხოვრებელ ადგილებში.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რაც იქ, უკრაინაში ხდება, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს უკვე აღარ არის ჰიბრიდული ომი, არამედ ეს არის თითქმის რეალური, რომელსაც დასავლეთი დიდი ხანია ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთი ცდილობს, რომ ყველაფერი რუსული გაანადგუროს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.