თეგებით ძიება

ყოფილი ცოლის სახლთან ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული, იქიდან აიღო იარაღი და დაიწყო სროლა - რას იხსენებენ ადგილობრივები საგარეჯოს ტრაგედიაზე? (ვიდეო)

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას, ერთ-ერთი მეზობელი იხსენებს, რომელიც აცხადებს, რომ ათუაშვილმა სროლა ყოფილი ცოლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დაიწყო.

"მეუღლის სახლიდან ავტოფარეხი ჰქონდა დაქირავებული კოსტავაზე, ჩემს უბანში, იქიდან აიღო იარაღი და პირველ კორპუსთან დაიწყო სროლა. ჯერ გარეთ ისროდა, მერე მივიდა თავის სახლში და მესამე სართულიდან დაიწყო სროლა", - ამბობს თვითმხილველი.

მისივე თქმით, წარსულში კაცი ყოფილ ცოლზე ძალადობდა.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა