"შენ არ ხარ ამ პლანეტიდან და ამიტომაც შენი ძალიან ცოტას ესმის და უმეტესობა ვერ ხვდება ვინ ხარ" - ილო ბეროშვილი მეუღლეზე
მსახიობი, ილო ბეროშვილი სოციალურ ქსელში თავის მეუღლეს, ანი ბებიას დაბადების დღეს ულოცავს.
"შენ არ ხარ ამ პლანეტიდან და ამიტომაც შენი ძალიან ცოტას ესმის და უმეტესობა ვერ ხვდება ვინ ხარ. მადლობა,რომ დაიბადე და შემხვდი.
მიყვარხარ და მადლობა ყოველი წამისთვის( იმ წამებისთვისაც როცა ვჩხუბობთ) მადლობა,რომ სიყალბის ნასახი არაა შენში!
შენ ხარ ადამი-ანი,ჩემი ადამიანი
შენ მაინც იცი,რომ არც წერა და არც ლაპარაკი მეხერხება
ყველაზე უკეთ შენ მიცნობ ჩემო bluebird", - წერს მსახიობი.